გრძნობაზე მოსული ჯოხარ ცარნაევი გამოძიებას ჩვენებას წერილობით აძლევს

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 16:06

ტელეარხ ABC News-ის ინფორმაციით, ბოსტონის მარათონის აფეთქებაში ეჭვმიტანილის, 19 წლის ჯოხარ ცარნაევი გრძნობაზე მოვიდა და გამოძიებას ჩვენებას წერილობითი სახით აძლევს. ცარნაევი ყელშია დაჭრილი და მას ლაპარაკი არ შეუძლია. 

 

 

FBI აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

თუ ცარნაევს ბრალს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით ადამიანების დახოცვის მუხლით წაუყენებენ, მას  სიკვდილით დასჯა ემუქრება.

ბოსტონში, მარათონის დროს 15 აპრილს მომხდარი ტერაქტის დროს 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 176 დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი, 8 წლის ბავშვია. ტერაქტში ეჭვმიტანილი ჩეჩენი წარმოშობის ძმებისგან ერთ-ერთი,  26 წლის ტამერლინ ცარნაევი მეორე დღესვე, დაკავებისას მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, 19 წლის ჯოხარ ცარნაევიც, ორი დღის წინ, დაკავებისას, ორმხრივი სროლების შედეგად მძიმედ დაიჭრა. იგი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოშია მოთავსებული.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59