NDI-ს კვლევაში პატრიარქი 89%-ით ლიდერობს

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 15:09

NDI-მ პოლიტიკური პარტიების რეიტინგები გამოაქვეყნა. კვლევა პოლიტიკური პარტიების შეფასებასთან ერთად პერსონების შეფასებასაც გულისხმობდა. კითხვაზე, რომელი პერსონის საქმიანობას აფასებთ დადებითად, კვლევის ამ ნაწილში პატრიარქი ლიდერობს, მის საქმიანობას კარგად/ძალიან კარგად 89% აფასებს. მეორე ადგილზე 63 %-ით პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილია. მესამე ადგილზეა პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი - 44 %-ით.

კვლევაში მოხვდნენ ლიდერები უმრავლესობიდან დავით საგანელიძე და უმცირესობიდან დავით ბაქრაძე. NDI-ში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული პერსონების რეიტინგები გაიზარდა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 16% საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დადებითად აფასებს. კვლევაში მოხვდნენ გიგი უგულავა 14 %-ით და გიგა ბოკერია 6%- ით.

კველევაში მინისტრების საქმიანობის შეფასებაც არის ასახული. ყველაზე მეტი დადებითი შეფასება იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს აქვს, მის საქმიანობას კარგად/ძალიან კარგად გამოკითხულთა 52% ასახელებს. ირაკლი ღარიბაშვილს 43%, ხოლო ირაკლი ალასანიას 42 % აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს 40 %. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, დავით დარახველიძეს 15% აქვს.

კვლევა მარტის თვეში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 3000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. NDI-ში აცხადებენ, რომ კვლევის ცდომილება 2,5 % არ აღემატება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55