23 აპრილის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 23:57

ვერძი - დღეს ნუ იქნებით ზედმეტად ემოციურები, უფრო საღი გონებით  შეხედეთ ზოგიერთ  მოვლენას. ეცადეთ, უფრო სასიამოვნოდ გაატაროთ დღე და თავს ძალინ ნუ გადაიტვირთავთ.

 

კურო - დღეს გელოდებათ სიურპრიზი. ნუ ილაპარაკებთ ბევრს თქვენს პირად საკითხებზე.

ტყუპები - დღევანდელი დღე სიახლეებით სავსე იქნება. ეცადეთ დღევანდელი დღე და საქმეები სწორად დაგეგმოთ.

კირჩხიბი - არაფერია იმაზე დამქანცველი, ვიდრე მუდმივი დისკოფორტი. ეცადეთ, რომ იპოვოთ სიმშვიდე და ისეთი გარემო, რაც თქვენ ცხოვრებას გაგიხალისებთ.

ლომი - დღს ეცადეთ სხვებს დაეხმაროთ და მოუსმინოთ მათ პრობლემებს. ეცადეთ, საღამო თქვენთვის საყვარელ გარემოცვაში გაატაროთ.

ქალწული - დღეს გაგიჭირდებათ ურთიერთობა საზოგადოებასთან. ამიტომ ეცადეთ, რომ მოერიდოთ ხალხმრავლობას და თქვენთვის წყნარად გაატაროთ დრო.

სასწორი - დღეს თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ დღის რაციონი. ნუ ეცდებით ექსპერიმენტების ჩატარებას, განსაკუთრებით საკვებზე.

მორიელი - თქვენ ერთი ნაბიჯი გაშორებთ სასურველ მიზანს. ასე რომ, ნუ დაიბნევით და იარეთ წინ. გამოიჩინეთ დიდი ყურადღება, რადგან ისევ უკან არ დაბრუნდეთ და არ მოგიწიოთ ყველაფრის თავიდან გაკეთება.

მშვილდოსანი - შეიძლება ერთი შეხედვით არ მოგეჩვენოთ კარგად ყველაფერი, მაგრამ იცოდეთ, რომ სასიამოვნო დღე გელოდებათ. ეცადეთ პირადი ურთიერთობები დაალაგოთ და ნუ მიეცემით დეპრესიას.

თხის რქა - რა თქმა უნდა, ყველაფერი ფულზე არ იყიდება, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ამიტომ გონივრულად გაანაწილეთ ფინანსები.

მერწყული - დღეს მთლიანად დაკავებული იქნებით საკუთარი საქმეებით. ნუ განმარტოვდებით, დაიხმარეთ მეგობრები და პრობლემები, რომლებიც გაწუხებთ, შეიძლება ხვალ მოგვარებულიც კი დაგხვდეთ.

თევზები - დღევანდელ დღეს თუ ოჯახში გაატარებთ, ძალიან სასრგებლო იქნება როგორც თქვენთვის, ასევე ოჯახის წევრებისთვისაც და ეცადეთ მათ მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.57
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.37
  • 1.51