ამ არჩევნებით გამოჩნდება, თუ როგორ ჩატარდება მომავალში საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნები - დავით ლილუაშვილი

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 15:36

ახალმა ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ პასუხისმგებლობა არჩევნების პროცესზე და შედეგებზე მას დაეკისრება, - აცხადებს კოალიცია „ ჩვენი უფლებებისათვის “ თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი.

როგორც ლილუაშვილი განმარტავს, ცესკოს კვლავ ხელმძღვანელობს ზურაბ ხარატიშვილი, ასევე  საარჩევნო ადმინისტრაციაში ისევ არიან ის პირები, რომელთა მეშვეობით ყალბდებოდა ბოლოდროინდელი არჩევნები.

"მინდა აღვნიშნო, რომ ეს არჩევნები ერთგავრი ტესტი იქნება ახალი ხელისუფლებისთვის, ვინაიდან კოალიცია „ ქართულ ოცნებას “ მნიშვნელოვანი ქვოტა აქვს საარჩევნო ადმინისტრაციაში ყველა დონეზე, თუმცა არც ის გარემოება უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცესკო-ს კვლავ ხელმძღვანელობს ზურაბ ხარატიშვილი და საარჩევნო ადმინისტრაციაში ისევ არიან ის ძალები, რომელთა ხელშიც ყალბდებოდა ბოლოდროინდელი არჩევნები", - აცხადებს დავით ლილუაშვილი და ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, კარგად გააცნობიეროს, რომ პასუხისმგებლობა არჩევნების პროცესზე და შედეგებზე მას დაეკისრება.

"ამ არჩევნებით გამოჩნდება ტენდეცია, თუ როგორ ჩატარდება მომავალში საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნები“, - განაცხადა კოალიცია „ ჩვენი უფლებებისათვის “ თავმჯდომარემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61