NDI-ს ახალ კვლევაში ნაციონალური მოძრაობის რეიტინგმა დაიწია

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 15:34

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა პოლიტიკური პარტიების რეიტინგები გამოაქვეყნა. NDI-ს კვლევა ძირითადად პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების საქმიანობის შეფასებას გულისხმობდა.

 შეკითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტიის შეხედულებებს იზიარებთ, პირველ ადგილზეა კოალიცია "ქართული ოცნება" 60%-ით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კვლევის ამ ნაწილში 10% აქვს.

შეკითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელი პოლიტიკური პარტიის კანდიდატს დაუჭერდით მხარს. ქართული ოცნების კანდიდატს 58% მხარდაჭერა აქვს, 8% კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ასახელებს.

NDI-ში აღნიშნავენ, რომ წინა კვლევებთან შედარებით, ნაციონალური მოძრაობის რეიტინგმა დაიწია. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში აუცილებელია ძლიერი ოპოზიცია.

გამოკითხვაში პარლამენტის საქმიანობის შეფასებაც არის ასახული. პარლამენტის საქმიანობას თბილისში უფრო ნეგატიურად აფასებენ, ვიდრე რეგიონებში.

კვლევა 13-27 მარტის პერიოდს მოიცავს. ქვეყნის მასშტაბით სულ 3103 ადამიანი გამოიკითხა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44