კახა კუკავა დეპუტატობის კანდიდატებს დებატებში იწვევს

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 15:26

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა შუალედურ არჩევნებში პოლიტიკურ კონკურენტებს დებატებში იწვევს. მისი თქმით, აუცილებელია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთსქესიანთა ქორწინებისა და სხვა საკამათო საკითხების შესახებ, ამომრჩეველმა მაჟორიტარობის კანდიდატთა შეხედულება მოისმინოს.

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოაბიტაციის წინააღმდეგია და განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ყოფილი მმართველი გუნდის დანაშაულებრივი ქმედებების გამოსაძიებლად სპეციალურ კომისიას შექმნის.

კუკავა შუალედურ არჩევნებში მთავარ კონკურენტად "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატს თამარ კორძაიას მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6