მოდის კვირეულის გამართვამდე, ღონისძიების ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 15:18

რიგით მე-8 თბილისის მოდის კვირეულის გამართვამდე, 23 აპრილს, 12 საათზე. ღონისძიების ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ, რის შემდეგ გაიცემა უკვე აკრედიტაცია გავლილი ჟურნალისტების და ფოტოგრაფების ბარათები.

კვირეული გაიხსნება იმავე დღეს 17:30 წუთზე თბილისის ისტორიის მუზეუმში "ქარვასლა". წარმოდგენილი იქნება ამერიკელი დიზაინერის მარკ ბაუერის გამოფენა, შემდეგ გაიმართება ოთხი დიზაინერის ჩვენება.

თბილისის 4-დღიან მოდის კვირეულს ბევრი უცხოელი სტუმარი ეყოლება. შემოდგომა-ზათრის სეზონის კოლექციებს თბილისის მოდის კვირეულზე 20–მდე დიზაინერი წარადგენს.

თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება ორი უცხოელი დიზაინერის ჩვენება – აინურ ტურისბეკი (ყაზახეთი) და კსენია შნაიდერი (უკრაინა).

რაც შეეხება ამერიკელ მარკ ბაუერს, მისი წვეულებით გაიხსნება თბილისის მოდის კვირეული 23 აპრილს 17:30–საათზე თბილისის ისტორიის მუზეუმში.

როგორც ყოველთვის, წელსაც კასტინგის შედეგად შერჩეული სხვადასხვა სააგენტოს 26 მოდელისგან შემდგარი სამი ჯგუფი თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებებს და პერფომანსებს მოემსახურება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6