გორში მოსწავლის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 15:12

გორის რაიონის სოფელ ზერტში მოსწავლეების ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სკოლის დირექციაში ექვსი მშობლის განცხადება შევიდა, სადაც ისინი მუსიკის მასწავლებელს ირინა ტურაშვილს ბავშვების ცემაში ადანაშაულებენ და სკოლიდან მის გათავისუფლებას ითხოვენ.

 ერთ-ერთ მოსწავლეს დარტყმისგან ტვინის შერყევა აქვს და ის მკურნალობის კურს გადის. სკოლის ადმინისტრაციამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტროსა და გენერალურ ინსპექციას უკვე მიაწოდა. ამ საკითხზე მიმდინარეობს მოკვლევა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59