ახალი ხელისუფლების პირობებში ჯერჯერობით ხელშესახები არაფერი გაკეთებულა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით - მანანა ნაჭყებია

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 15:11

საქართველოს პარლამენტში "საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის" მეორე მოსმენის წინ "ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ პრესკონფერენცია გამართა და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთხელ მოუწოდა, შრომის კოდექსში რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს.

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში ჯერჯერობით ხელშესახები არაფერი გაკეთებულა ქვეყანაში ბიზესგარემოს გაუმჯობესების და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისათვის, მაშინ როცა, პირველ რიგში სასაწრაფოდ სწორედ ბიზნესს ესაჭიროება დახმარება, რათა მიღწეული იყოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა. პირიქით, ის რაც ხდება, ნაჭყებიას განცხადებით, ხდება ბიზნესისთვის ხელის შეშლა.

"ცვლილება, რომელიც თითქოს დასაქმებულის ინტერესებს ემსახურება, პირიქით, დააზარალებს მათ, რადგან ეს ცვლილებები უზღუდავს ბიზნესს ფინანსური და ადმინიტრაციული დაგეგმვის ეფექტურად მართვის და წარმოების განვითარების შესაძლებლობას. ასეთ მდგომარეობაში ჩაყენებული ბიზნესი კი დამატებით სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად იძულებული გახდება შეამციროს წარმოება, ასეთი მიდგომით კი ასეთი მიდგომით, დაუსაქმებელი დარჩებიან",- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

მანანა ნაჭყებიას განცხადებით, მთავრობა და პოლიტიკოსები, რომლებიც ბიზნესის განვითარების აღიარებული კანონების გათვალისწინების ნაცვლად, პოპულიზმს და დასაქმებულთა გულის მოგებას ირჩევენ, საბოლოოდ სწორედ დასაქმებულთა ინტერესებს აზარალებენ. მისი თქმით, საქმე ეხება ორ მუხლს - ესაა ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები და 40 საათიანი სამუშაო კვირის დაწესება. "კომპანიებისთვის ერთწლიანი ხელშეკრულებების დადების აკრძალვა პირდაპირ წარმოადგენს უხეშ ჩარევას სახელმწიფოს მხრიდან დამსაქმებლის საქმიანობაში და მისთვის საკუთარი კომპანიის დაგეგმვის და მართვის ეფექტურობის ბერკეტის ხელიდან გამოცლას, ხოლო 40-საათიანი სამუშაო კვირის დაწესება ხელს შეუშლის მოქნილი სამუშაო გრაფიკის დაწესებას და დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთშეთანხმების პირობებში ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებას", - განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა.

მანანა ნაჭყებია მიუღებლად თვლის პრაქტიკაა, როცა აღნიშნული ცვლილებების განხილვისას არ იყო მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნესთან და არ მოხდა მათი რეკომენდაციების გათვალისწინება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45