საქართველოში სამუშაო ვიზიტით საინვესტიციო კომპანიის „ტრიგონ კაპიტალი”-ს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 14:45

დღეს თბილისში სამდღიანი ვიზიტით ესტონური საინვესტიციო კომპანიის „ტრიგონ კაპიტალი”-ს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. დელეგაციას კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ხელმძღვანელობს. საქართველოში მათი ვიზიტის ორგანიზებას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და საპარტნიორო ფონდი უწევენ.

ხვალ, 23 აპრილს, იგეგმება შეხვედრები საქართველოს რეგიონალური განვითარების, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრებთან. დელეგაციის წევრები, ასევე შეხვდებიან საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებს.

24 აპრილს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები საინვესტიციო სააგენტოსა და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც ბიზნესდელეგაციას ასევე შეხვდებიან ფინანსთა მინისტრი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

ესტონური საინვესტიციო კომპანია „ტრიგონ კაპიტალი“ ერთ-ერთი უმსხილესი საინვესტიციო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე და მისი აქტივები 1 მილიარდ დოლარს უტოლდება. „ტრიგონ კაპიტალი“ დაინტერესებულია მზარდ ბიზნესში, უძრავ ქონებასა და სოფლის მეურნეობის სფეროებში პირდაპირი ინვესტიციებს განხორციელებით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61