მაია ფანჯიკიძე ჯონ კერის შეხვდება

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 14:29

მომავალ კვირას ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაია ფანჯიკიძე ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შეხვდება, სადაც მონაწილეობას "აისაფის" პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა.

შეხვედრის დროს, სავარაუდოდ, საუბარი იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე. ასევე, მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებთან.

ზალკალიანმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე, რომელიც ჟენევის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.44
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46