მეხსიერებას მხედველობითი მეხსიერების ცენტრი განაგებს

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 14:16

როგორც წესი, ადამიანებს მხოლოდ მნიშვნელოვანი ფაქტები ამახსოვრდებათ, რაც დიდ სიხარულთან არის დაკავშირებული ან წყენასთან. განსაკუთებით მძაფრად ახსენდებათ და ხანდახან შეგრძნებებიც გააჩნია ფაქტსა თუ მოვლენას და რამდენად ემოციური იყო ეს მათთის. უმეტესად ბავშვობა კადრივით ახსოვთ ან საერთოდ ბუნდოვანად, ზოგს პირიქით -  გამძაფრებულად და საოცარი სიზუსტით.

ჩვენ ტვინში არის მხედველობითი მეხსიერების ცენტრი, სადაც დაფიქსირებულია ყველაფერი, რასაც ვუყურებდით, როგორც ფოტოარქივში. ჯერ არ არის გამოკვლეული, თუ როგორ ხდება ეს დამახსოვრება და ეს დალაგებულად ხდება.

ამ დალაგებული მახსოვრობით სავსებით შესაძლებელია, რომ ერთი სექცია დაზიანდეს ისე, რომ სხვებს არაფერი დაუშავდეთ. მაგალითად, ტვინის დაზიანების, ან სისხლდენის შემთხვევაში, ადამიანმა შეიძლება დაკარგოს თავისი მეხსიერების ნაწილი. შეიძლება დაავიწყდეს სიტყვები, მაგრამ ახსოვდეს ციფრები და ა.შ.

ხანდახან ადამიანებს მეხსიერებაში ჩავარდნა აქვთ. ეს შეიძლება გამოწვეული იქნას ასაკით, ტრავმით, რის შედეგადაც ისინი ვეღარ იმახსოვრებენ იმას, რასაც ხედავენ, თუმცა ცნობენ საგნებს, რომლებსაც ეხებიან.

ადამიანის ტვინში ასევე არის სმენითი მახსოვრობის ცენტრი. აქ ინახება ყველა ბგერა, რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის.

ასევე შესაძლებელია, ადამიანს, ამნეზია დაემართოს. ხშირად ამის მიზეზი ძლიერი ნერვიული სტრესი ხდება, რის გამოც ადამიანს ბევრი რამ ავიწყდება. მას ქვეცნობიერად არ უნდა მათი გახსენება. მაგრამ ამნეზიის მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია მეხსიერების აღდგენა და ტვინის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61