მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 14:04

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე, დემოგრაფები, სტატისტიკოსები და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგნლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგიური, ინსტიტუციური და საკანონმდებლო საკითხები. ასევე, დაზუსტდა აღწერასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები.

როგორც შეხვედრის შემდეგ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაზა ჭელიძემ განაცხადა, სამთავრობო კომისიის ფარგლებში შექმნილია რამდენიმე სამუშაო ჯგუფი.

„ერთ-ერთი არის მეთოდოლოგიასა და კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც დღეს შეიკრიბა სამინისტროში. დემოგრაფებს, ექსპერტებს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს კონკრეტულად გავაცანით აღწერის პროგრამა, ბიუჯეტი და ეტაპობრივად ყველა ის ღონისძიება, რომელიც ამ პერიოდში - დღეიდან მონაცემების გამოქვეყნებამდეა დაგეგმილი“, - განაცხადა ჭელიძემ.

„ჩვენი უახლოესი ამოცანაა, რომ ჩავატაროთ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც საუბარი გვექნება აღწერის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შემდგომ გაკეთდება დეტალური სამოქმედო გეგმა და, აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ღონისძიებები პარალელურ რეჟიმში განხორციელდება იმისათვის, რომ მოვასწროთ დროულად მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ნარმანიამ.

როგორც ცნობილია, აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ხოლო მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-დან 19 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45