ინფექციურ საავადმყოფოში დამატებითი განყოფილება გაიხსნა

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 13:52

წითელათი დაავადებულთა რიცხვი იზრდება.  დაინფიცირება  მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება, თუმცა ამ მხრივ ვითარება დედაქალაქში განსაკუთრებით რთულია.  თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე ყოველ დღე ათზე მეტი პაციენტის მიღება უწევთ, რის გამოც კლინიკაში დამატებითი განყოფილება გაიხსნა.

დღეისთვის საქართველოში 1716 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 1200 თბილისში დაფიქსირდა. წითელას ვირუსთან დაკავშირებით დღეიდან საქართველოში იმუნიზაციის კვირეული იწყება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61