საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 13:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრო ბიძინა ივანიშვილი, რომელიც  სტარსბურგში სპეციალური მიწვევით იმყოფება,  დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან კლოდ მინიონს  შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესახებ იმსჯელეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოსთან ინსტიტუციური დიალოგის გაგრძელებას და მოელის უფრო აქტიურ თანამშრომლობას.

შეხვედრას საქართველოს დელეგაციის მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გივიაშვილი  დაესწრნენ.

შეხვედრის დაწყებამდე ბიძინა ივანიშვილმა ევროპის საბჭოს “ოქროს წიგნში” ხელმოწერა დატოვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6