22 აპრილს მთელ მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 10:38

22 აპრილს მთელ მსოფლიოში აღინიშნება - დედამიწის დღე, რომელიც ერთერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით აერთიანებს მსოფლიო საზოგადოებას.

  როგორც "ჯეონიუსს" ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა აცნობა, დედამიწის დღის ფარგლებში, თბილისში შემდეგი ღონისძიებები გაიმართება:

10:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ახალგაზრდული წევრებისა და საპატიარქოსთან არსებული ახალგზრდული მოძრაობა ”დავითიანნის” ორგანიზებით ჩატარდება სემინარი, სადაც წარმოდგენილი იქნება სტუდენტების მიერ მომზადებული პრეზენტაციები სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებზე, მათ შორის კლიმატის ცვლილებაზე.

16:00 საათზე, ჩატარდება გამწვანების „საპროტესო“ აქცია კოჯორში, რომლის ორგანიზატორები არიან წავკისის, კოჯორის, ტაბახმელას და შინდისის მოსახლეობა. გამწვანების აქციაში მონაწი-ლეობას მიიღებენ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს წევრები და სტუდენტები.

რეგიონებში:

11:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სათემო ორგანიზაცია „ლელი“-ს და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლების ინიციატივით ჩატარდება დასუფთავების აქცია.

11:00 საათზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლების ინიციატივით ჩატარდება დასუფთავების აქცია.

12:00 საათზე, ქ. ქუთაისში რუსთაველის ხიდის მიმდებარედ ჩატარდება მდინარე რიონის სანაპიროს დასუფთავების აქცია, ქუთაისის „ქართული ოცნების“ ახლაგაზრდული ჯგუფის, ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამსახურების თანამშრომლობისა და ქუთაისის საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენლების ორგანიზებით.

14:00 საათზე, ქ. ქუთაისის სტუდენტთა საინიციატივო ჯფუფის ინიციატივით „დედამიწის დღის“ ფარგლებში ჩატარდება კონფერენცია გარემოსდაცვით საკითხებზე, რის შემდეგაც სტუდენტები დაასაუფთავებენ უმაღლესი სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიას. აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილოებას მიიღებენ, ქუთაისის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს წევრები.

დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა. წელს, ეს დღე 43-დ აღინიშნება და მის ფარგლებში მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობებია დაგეგმილი მსოფლიო მასშტაბით. წლევანდელი დედამიწის დღის მთავარი თემაა - კლიმატის ცვლილების შედეგები.

საქართველოში „დედამიწის დღე“ პირველად 1990 წელს აღინიშნა, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით.

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59