პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისთვის სამი პირი დააკავეს

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 13:01

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისთვის, ბათუმის სასტუმრო „სთარი“–ს მფლობელები: 1984 წელს დაბადებული გელა ტ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული რამაზან ი, ასევე სასტუმრო „გენაცვალე“–ს მფლობელი, 1965 წელს დაბადებული თამაზ ა. დააკავეს.

 ერთ-ერთი სასტუმროს კლუბიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები „მარიხუანა“ და „ექსტაზი“.

 დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. ისინი გადაყვანილი არიან ბათუმის დროებითი დაკავების იზოლატორში.

 მოწმის სტატუსით დაიკითხნენ სასტუმროებში მომუშავე ქალბატონები.

 გამოძიება სსკ-ს 254–ე მუხლით (პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გამოყოფა) მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61