flydubai-მ ჯუბას მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 12:41

დუბაის ინოვაციურმა, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის დედაქალაქის, ჯუბას მიმართულებით კვირას, 21 აპრილს, პირველი რეისი შეასრულა. პირველი საზეიმო რეისით დუბაის  აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა და Saeed Mohammed Al Ghandi & Sons-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბუტი ალ განდიმ იმგზავრეს. flydubai-ს წარმომადგენლებისა და გაერთიანებული არაბეთის საემიროების მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან შემდგარ დელეგაციას ოფიციალური დახვედრა ვიცე-პრეზიდენტმა რიკ მაჩა ტენიმ მოუწყო.

„ჩვენი კომპანია მოხარულია ჯუბას მიმართულებით რეისის დანიშვნით. ეს flydubai-ს 56-ე მიმართულებაა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ რეისის დანიშნვნით სამხრეთ სუდანის რესპუბლიკასა და გაერთიანებული არაბეთის საემიროებს შორის გაჩნდება ტურიზმისა და ვაჭრობის განვითარების ახალი შესაძლებლობები“, - განაცხადა flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა ღონისძიების ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

flydubai განაგრძობს აფრიკის ქსელის განვითარებას და აქამდე აუთვისებელი მიმართულებებით რეისების დამატებას გეგმავს. ავიაკომპანია აფრიკის კონტინენტზე 6 მიმართულებით ახორციელებს ფრენას, ესენია: ადის აბება, ალექსანდრია, ჯიბუტი, ჯუბა, ხართუმი და პორტ სუდანი.

„მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს თბილი დახვედრისთვის. ხელმისაწვდომი, საიმედო და მაღალი ხარისხის მომსახურეობა, რომელსაც ჩვენ მგზავრებს ვთავაზობთ, ორ ქვეყანას შორის და დუბაის გავლით სხვა ქვეყნებში მოგზაურთა რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს“- განაცხადა გაიტ ალ გაიტმა.

ქსელის სწრაფი ზრდის ხელშეწყობის ფარგლებში, flydubai-ს ავიაპარკს 2013 წლის ბოლომდე 6 ახალი ბოინგის ტიპის თვითმფრინავი დაემატება და ავიაკომპანიის თვითმფრინავების რაოდენობა 34 გახდება.

flydubai-ს ავიაპარკი, 28 ახალი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სანდო ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავისგან შედგება. 2016 წლის ბოლომდე ავიაკომპანიის ავიაპარკი 50 თვითმფრინავამდე შეივსება.

უკანასკნელი 3 წლის მანძილზე მომსახურების უმაღლეს სტანდარტებს მიაღწია და ამავდროულად ხელმისაწვდომი ფასების შენარჩუნება შეძლო.

flydubai-მ თვითმფრინავის ბორტზე გასართობი საშუალებების დარგში ახალი სტანდარტები დაამკვიდრა. ის პირველი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც მგზავრებს ფილმები HD ხარისხით შესთავაზა. თვითმფრინავის ბორტზე მგზავრებს საშუალება აქვთ 900-საათიანი ფილმოთეკით ისარგებლონ, რომელიც 225 ფილმის, 200 სატელევიზო პროგრამის და 370 მუსიკალური ალბომისგან შედგება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59