ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილის ჯოხარ ცარნაევის დაკითხვა, შესაძლოა, ვერც მოხერხდეს

, 21 აპრილი, 2013 - 23:18

ბოსტონის მერის ტომ მერინოს განცხადებით, ხელისუფლებამ, შესაძლოა, ვერც ვერასოდეს მოახერხოს ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილის ჯოხარ ცარნაევის დაკითხვა. 19 წლის ცარნაევი საავადმყოფოში გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება. როგორც ექიმები აცხადებენ, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ძალიან მძიმე. ექიმები ეჭვობენ, რომ მისი დაკითხვა მოხერხდეს. 

 ბოსტონის აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 170-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმებიდან ერთ-ერთი, რომელიც დაკავებისას ორმხრივი სროლების შედეგად მძიმედ დაიჭრა, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მისი უმცროსი ძმა კი ორი დღის წინ დააკავა პოლიციამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.84
  • 3.18
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44