დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „საზოგადოებრივი ინიციატივის“ ეგიდით ღონისძიებები გაიმართება

, 21 აპრილი, 2013 - 23:05

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ ეგიდით ღონისძიებები გაიმართება. დილის 11:00 საათზე ქ. თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, ვეფხვისა და მოყმის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა გამწვანების აქცია; აქცია ტარდება ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. აქციის მხარდამჭერია ქ. თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახური.

დღის 14:30 საათზე ევროპული სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართება ანიმაციური ფილმის ჩვენება გარემოს დაცვის თემაზე. (მის. ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ. №34გ).

მსოფლიოში დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება. დედამიწის საერთაშორისო დღისათვის 175 ქვეყანაში 500 მილიონზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა მათ რიცხვს..

ერთადერთი გზა, რითაც დედამიწის მოვლა შეგვიძლია, არის გარემოს დაცვა. უნდა შევეცადოთ, შევზღუდოთ ისეთი მოქმედებები, რითაც ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59