„საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“ დედამიწის დღის აღსანიშნავად მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავს

, 21 აპრილი, 2013 - 22:17

22 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“ დედამიწის დღის აღსანიშნავად მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავს. საინფორმაციო აქცია-მსვლელობა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან ფილარმონიის მიმართულებით, დღის 13:00 საათზე აიღებს სტარტს.

მსვლელობას შემოუერთდებიან სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მოლაშქრეთა ფედერაცია და ველოსიპედისტები. აქციის დროს დარიგდება ლიფლეტები და საინფორმაციო ბროშურები, რომლებშიც ხაზი იქნება გასმული ცხოვრების „მწვანე“ სტილის მნიშვნელობაზე. მსვლელობის მთავარი მიზანია, საზოგადოების მაქსიმალურად დიდმა ნაწილმა მიიღოს ინფორმაცია არსებული გლობალური და ადგილობრივი ეკოლოგიური პრობლემებისა და მათ გადაჭრაში ადამიანების როლის შესახებ.

ამავე საღამოს, „მზიურის“ ბაღში, 19:00 საათზე გაიმართება კონცერტი ოთხი თანამედროვე ქართული ბენდის მონაწილეობით: The Balloon Shooters, Oimactta, Dutch Lover, Extreme/Hate/Project.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45