რუსთაველის თეატრში რობერტ ვილსონის „სონეტების“ სრული ვერსიის ჩვენება გაიმართება

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 12:05

რუსთაველის თეატრის VIP დარბაზში, მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლის - უილიამ შექსპირის (1564-1616) დაბადებისა და გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს, 15:00 საათზე,  მოეწყობა ამერიკელი რეჟისორისა  და დრამატურგის - რობერტ ვილსონის „სონეტების“ სრული ვერსიის ჩვენება. წარმოდგენა აგებულია შექსპირის სონეტებზე. მუსიკის ავტორია რუფუს ვეინვრაითსი („ბერლინერ ანსამბლი“, 2009).

ერთდღიანი პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექსპირის შემსწავლელი ცენტრის ინიციატივითა და რუსთაველის თეატრის მხარდაჭერით.

ჩვენება დაიწყება ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ლევან ხეთაგურის შესავალი სიტყვით.

დასწრება თავისუფალია.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5