ცესკომ საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესებზე დამკვირვებლები დაამტკიცა

, 21 აპრილი, 2013 - 19:35

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 27 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესებზე დამკვირვებლები დაამტკიცა.

ცესკოს განმარტებით, ვინაიდან 2013 წლის 19 აპრილიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში საქართველოს ორგანული კანონის - ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 116-ე მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვები - ”...და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 5000 ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი”, კომისიამ, სხდომაზე ”საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის სადეპოზიტო ანგარიშის დადგენისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის მიერ ცესკოს ანგარიშზე დეპოზიტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2012 წლის 13 ივლისის №76/2012 განკარგულება ძალადაკარგულად გამოაცხადა.

კომისიის 20 აპრილის სხდომაზე ასევე შუალედური არჩევნებისთვის უსინათლო ამომრჩეველთა საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა დამტკიცდა.

2013 წლის 27 აპრილის შუალედურ არჩევნებზე ცესკომ საერთაშორისო დამკვირვებლებად საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოები დაარეგისტრირა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6