ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ

, 21 აპრილი, 2013 - 17:59

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოვა. ევროსაბჭოს დეპუტატები საქართველოს პრემიერ-მინისტრს 23 აპრილს, ადგილობრივი დროით 12 საათზე მოუსმენენ. მიმართვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჟან კლოდ მინიონთან. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი შეხვედრებს გამართავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან დინ შპილმანთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან ვოიცეკ სავიცკისთან, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან ნილს მუჟნიეკსთან, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჟანი ბუკიკიოსთან და ვენეციის კომისიის მდივან ტომას მარკერტთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან, ევროპის საბჭოს კონგრესის ადგილობრივი და რეგიონული წარმომადგენლების გენერალურ მდივანთან ანდრეას კოფერთან, ევროპის ლიბერალ დემოკრატების ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან ანე ბრასორთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტთა ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილესთან ნატაშა ვუკოვიჩთან, რუმინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ პონტასთან.

სტრასბურგში ვიზიტის დროს დაგეგმილია ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგს 24 აპრილს დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61