თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის 11 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად 10 აპლიკანტი იბრძოლებს

, 21 აპრილი, 2013 - 17:38

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გაიმართა. ტესტირება თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის 11 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ზოგად უნარებში, ქართულ და ინგლისურ ენებში ჩატარდა.

კონკურსის შემდეგ ეტაპზე თითოეულ პოზიციაზე 10 საუკეთესო ქულის მქონე კანდიდატები გადავლენ, რომლებიც ტესტის 60%-ს გადალახავენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საკონკურსო-საატესტაციო კომისია უფლებამოსილია, საუკეთესო 10 კანდიდატს შორის გამარჯვებულის ვერგამოვლენის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე, ტესტირების შედეგების გათვალისწინებით, მომდევნო 10 საუკეთესო ქულის მქონე კანდიდატი დაუშვას, რომელიც ტესტის 50%-ს გადალახავს.

ტესტირება ს.ს.ი.პ. „გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა“ ჩაატარა და შედეგებს ვებ-გვერდზე (www.naec.ge) გამოაქვეყნებს.

კონკურსის მესამე ეტაპზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საკონკურსო-საატესტაციო კომისია აპლიკანტთან გასაუბრებას ჩაატარებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამოქალაქო ოფისის 11 ვაკანტურ თანამდებობაზე საჯარო კონკურსი მიმდინარე წლის 20 მარტს გამოაცხადა და სამინისტროში 2406 განაცხადი შევიდა. მათგან 298 აპლიკანტი მეორე ეტაპზე საკვალიფიკაციო მოთხოვნათა მიმართებაში აპლიკანტთა რეზიუმეების გადარჩევით შეირჩა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.48
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.52
  • 1.46