ქართველი სამშვიდობოების კიდევ ერთი ნაკადი ავღანეთიდან დაბრუნდა

, 21 აპრილი, 2013 - 17:22

ქართველი სამშვიდობოების კიდევ ერთი ნაკადი დღეს სამშობლოში დაბრუნდა. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედროები ავღანეთში 6 თვის განმავლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში წარმატებით ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას.

სამშვიდობოებს აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები და III ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი დახვდნენ.

ავღანეთის საერთაშორისო მისიიდან დაბრუნებული უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე თეთვაძე ოჯახში მოულოდნელად მივიდა. სამშობლოში დაბრუნების სიხარულთან ერთად, ქართველ სამხედროს ოჯახში ახალი წევრი, პატარა ნინი დახვდა, რომელიც მამის ავღანეთში ყოფნის პერიოდში დაიბადა. უმცროს სერჟანტ ალექსანდრე თეთვაძის მსგავსად, ოჯახის წევრებს სიურპრიზი გაუკეთა ასევე, რიგითმა ხვიჩა ქოქოშვილმა.

ბატალიონის სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება. 23 აპრილამდე ბატალიონი სამშობლოში სრულად დაბრუნდება. ისინი ავღანეთში როტაციის წესით IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5