ცეკვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩვენება გაიმართება

შაბათი, 20 აპრილი, 2013 - 23:40

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი (ITI), რომელიც მსოფლიო ორგანიზაციაა საშემსრულებლო ხელოვნებაში, ყოველი წლის 21 აპრილს ცეკვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ცეკვის საერთაშორისო დღეს ვრცელდება გზავნილი, რომლის წლევანდელი ავტორიც ტაივანის „ქლაუდ გეიტის“ ცეკვის თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლინ ჰვაი-მინია.

„ლიგამუსში“, ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აწყობს ჩვენებას, რომლის ფარგლებშიც მაყურებელი გაეცნობა გზავნილის ქართულ ენაზე თარგმნილ ტექსტს და მისი ავტორის - ლინ ჰვაი-მინის ნამუშევარს, სახელწოდებით „Songs Of The Wanderers“ (ხანგრძლივობა 60 წთ.) ნახავს.

აღსანიშნავია, რომ ტაივანელი ქორეოგრაფის წარმოდგენაში გამოყენებულია ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი ნიმუშები (ანსამბლ „რუსთავის შესრულებით“).

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58