უწყებათაშორისი კომისია მთავრობასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკომენდაციით მიმართავს

შაბათი, 20 აპრილი, 2013 - 20:04

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რამდენიმე კერძო ტელევიზიის ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებული ვიდეორგოლის შეჩერებას შეეხება.

კომისია აღნიშნულ ტელეკომპანიებს მოუწოდებს, შეჩერონ სოციალური რეკლამის სტატუსით იმ ვიდეორგოლების განთავსება, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ ან განსახორციელებელ პროექტებს ასახავს და საარჩევნო რეკლამად აღიქმება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ვიდეორგოლებში არც რომელიმე საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის ნომერი არ არის მითითებული.

"სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვიდეორგოლები შეღავათიანი აგროსესხების შესახებ, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კლიპი 2013-2014 წლებში უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის შესახებ, მთავრობის მიერ განხორციელებული და მომავალში განსახორციელებელი პროექტების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ანალოგიურ ვითარებასთან გვაქვს საქმე სოფლის მეურნეობისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მიერ პარლამენტის შუალედური არჩევნების წინ ეთერში განთავსებული ვიდეო რგოლების შემთხვევაშიც" - აღნიშნულია რეკომენდაციაში.

იუსტიციის სამინიტრო კი მიიჩნევს , რომ აღნიშნული სოციალური რეკლამების შეჩერება მხოლოდ მოცემულ საპარლამენტო შუალედურ არჩევნებზე უნდა მოხდეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ რეკლამის შეჩერების ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს, თუმცა მოცემულ შუალედურ არჩევნების შემთხევაში კომისიის სამდივნოს პოზიციას იზიარებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43