ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქარელის გამგებელი დააკავა

შაბათი, 20 აპრილი, 2013 - 18:58

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე  ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ივანე ოსაძე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულმა ქარელის რაიონის სოფელ ყინწვისში მდებარე ერთ-ერთი შენობის იჯარით გაცემის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით, 7 000 აშშ დოლარი აიღო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6