ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა " ეროვნულ მოძრაობას ჩამოაყალიბებს, ყველაზე დიდი პარადოქსია - ირინა სარიშვილი

შაბათი, 20 აპრილი, 2013 - 18:21

პოლიტიკური გაერთიანება "იმედის" ლიდერი და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენლი ირინა სარიშვილი მიიჩნევს,  რომ ვინაიდან გუშინდელი აქცია ამა თუ იმ ფორმით შედგა, ამაში დიდი მონაწილეობა დღევანდელმა ხელისუფლებამ მიიღო.

სარიშვილი თვლის, რომ ნაციონალების მხრიდან ეროვნულ ინტერესებზე და ეროვნულ მოძრაობაზე საუბარი სასაცილოა და 19 აპრილის "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე უმეტესობა პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები და მათი ახლობლები იყვნენ. 

"მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ზუსტად იმ შედეგს მიაღწიეს, რაც იყო გათვლილი. ერთის მხრივ ნაციონალურმა მოძრაობამ დააფიქსირა, რომ ქუჩაში ხალხის გამოყვანა შეუძლია და მეორე, საქართველოსთვის პოლიტიკურად და სოციალურად უმნიშვნელოვანესი თემები, რაც ტერიტორიულ მთლიანობას და სამართლებრივ თემებს ეხება, გუშინდელი აქციით დღვანდელმა ხელისუფლებამ "ნაციონალურ მოძრაობას" საზეიმოდ გადაულოცა. ეს ფაქტი არის ძალიან ცუდი და ნიშნავს, რომ ამ თემებზე საუბარს იწყებს გალანძღული, ზიზღის გამომწვევი, დანაშაულებრივი ხელისუფლება. მაშინ როდესაც საფრთხის ქვეშ დგას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სოციალური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ამ თემებზე საუბარს იწყებენ ის ადამიანები, რომლებმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, შესაბამისად, მხარდამჭერი მათ ნაკლები ეყოლებათ",  - განაცხადა ირინა სარიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45