ბრიტანელი ფოტოგრაფი და ქართველი სტუდენტები ერთობლივ ფოტოგამოფენას გამართავენ

შაბათი, 20 აპრილი, 2013 - 17:01

აგრარული უნივერსიტეტი 21 აპრილს, ბრიტანელი ფოტოგრაფის ქირქ ელინგჰემისა და ქართველი სტუდენტების ერთობლივ ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. გამოფენას წინ უძღოდა ერთთვიანი მასტერკლასები, რომელიც ბრიტანელმა ფოტოგრაფმა 8 ქართველ სტუდენტს ჩაუტარა. ქირქ ელინგჰემი საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების“ (WUGS) მოწვევით იმყოფება.

პროექტის ფარგლებში, მასტერკლასის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმყოფებოდნენ. სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა თბილისის გარდა, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გაიმართება.

პროექტი ქართველ სტუდენტებში ფოტოგრაფიული უნარ-ჩვევების ამაღლებას და ქართული სოფლების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

პროექტის მხარდამჭერები საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო არიან.

ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45