წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევები ფიქსირდება

შაბათი, 20 აპრილი, 2013 - 13:09

უწყებათაშორის კომისიის სხდომაზე წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას განიხილავენ.  სხდომა შუალედურ არჩევნებს ეხება და განიხილება დაფიქსირებული დარღვევები და მათი მოგვარების გზები.

კომისიის წევრები აცხადებენ, რომ დაფიქსირებულია დარღვევები ეხება სოციალურ თემაზე პოლიტიკური ხასიათის რეკლამების გაშუქება და სამტრედიის რაიონში "ქართული ოცნების" აქტივისტების მიერ სოფლის მეურნეობის პროგრამის განაწილების პროცესში ჩართვა.

კომისიის წევრები აცხადებენ, რომ სოციალური თემატიკის პოლიტიკური რეკლამები მთავრობის საქმიანობის პოპულარიზაციად აღიქმება და, შესაბამისად, დარღვევად ითვლება. მათი განცხადებით, აღნიშნული დარღვევები ერთობლივი მუშაობის შედეგად მოგვარდება.

შეხვედრას პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6