მიწისძვრით დაღუპულთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა

შაბათი, 20 აპრილი, 2013 - 15:40

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 126-მდე გაიზარდა. თითქმის 7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთი ნაწილი დააზიანა. მიწისძვრის შედეგად ასობით სახლი მთლიანად დაინგრა.

დაშავებულთა რაოდენობა 2 ათასზე მეტია. სტიქიის ზონაში ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები,  ოპერაციაში სამხედროებიც არიან ჩართულნი, რომლებიც ნანგრევების ქვეშ გადარჩენილებს ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ მიწისძვრა ჩინეთში დღეს დილით, 8 საათზე მოხდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58