ეს იყო დამარცხებული, დისკრედიტებული პოლიტიკური ძალის ჩვეულებრივი აქცია - ირაკლი ღარიბაშვილი

შაბათი, 20 აპრილი, 2013 - 15:10

ეს იყო დამარცხებული, დისკრედიტებული  პოლიტიკური ძალის ჩვეულებრივი აქცია, რომელიც აბსოლუტურად არაფრის მთქმელი იყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი რაღაც განსაკუთრებული აქციისთვის ემზადებოდნენ, თუმცა არანაირი სიურპრიზი არ ყოფილა. რეალურად იყო ის, რომ მათ აქციაზე მოიყვანეს ამომრჩევლის მხოლოდ 0,1%-0,2%

"ეს არის წაგებული, დამარცხებული და დისკრედიტირებული პარტია, რომელიც წარუმატებლად ცდილობს, საკუთარი იმიჯის რეაბილიტაციის მოხდენას, მაგრამ ეს იმდენად შეუძლებელია, როგორც ლენინის გაცოცხლება.“, - განაცხადა მინისტრმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, გამორიცხულია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსახლეობას ელაპარაკოს კარგ დემოკრატიასა და ევროპულ ღირებულებებზე, როცა, თურმე მათ მხოლოდ 9 წლის თავზე აღმოაჩინეს, რომ არსებობს ევროპული ღირებულებები. "რეალური დემოკრატია ჩვენ ვიხილეთ პოლიციის მხრიდან", - განაცხადა მინისტრმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44