„რომპეტროლის“ ქსელში საწვავის ფასი გაიაფდა

შაბათი, 20 აპრილი, 2013 - 14:45

კომპანია “რომპეტროლის“ ქსელში საწვავზე ფასები შემცირდა. „რომპეტროლის“ მენეჯმენტის განცხადებით, კომპანიამ ფასები ქსელში წარმოდგენილ ხუთივე პროდუქტზე დაწია. „რომპეტროლის“ ქსელში EURO SUPER-ი 4 თეთრით გაიაფდა და ამჟამად 2,21 ლარი ღირს, EFIX EURO PREMIUM-ს 2 თეთრი დააკლდა და მისი ფასი 2,14 ლარი გახდა, EURO REGULAR-ის ფასი 6 თეთრით შემცირდა და 2,03 ლარი შეადგინა, EFIX EURO DIESEL-ი კი 4 თეთრით გაიაფდა და მისი შეძენა 2,18 ლარადაა შესაძლებელი. გაიაფდა EURO DIESEL-იც და მისი ფასი ამჟამად 4 თეთრით ნაკლებს, 2,08 ლარს შეადგენს.

„ჩვენი კურსი უცვლელია - მომხმარებლისათვის მაქსიმალური კომფორტისა და საუკეთესო პირობების შექმნის მიზნით მყისიერად ვრეაგიებთ მსოფლიო ბაზარზე საწვავზე ფასების შემცირების დინამიკაზე. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ არაერთხელ მოგვეცემა საშუალება, მომხმარებელს ჩვენი პროდუქცია კიდევ უფრო მოსახერხებელი პირობებით შევთავაზოთ,“- აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი ნურკენ მურზაგალიევი.

ტრანსნაციონალური კომპანია “რომპეტროლი” საქართველოს ბაზარზე შვიდ წელიწადზე მეტია მოღვაწეობს და სადღეისოდ ქვეყნის ნავთობბაზარზე ევრო სტანდარტის საწვავის უმსხვილეს მომწოდებელს წარმოადგენს.“რომპეტროლ ჯგუფის” მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსი 40-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46