ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალყურს ახალაიას განცხადებას და მის შემდგომ ნაბიჯებს ველოდებით - ირაკლი ღარიბაშვილი

შაბათი, 20 აპრილი, 2013 - 14:12

ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალყურს ახალაიას განცხადებას და მის შემდგომ ნაბიჯებს ველოდებით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა,  გამოძიება დაინტერესებულია არა მხოლოდ დათა ახალაიასგან, არამედ სხვა პირებისგან ინფორმაციის მიღებით. 

"დათა ახალაია არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი პირი, ის წლების განმავლობაში იკავებდა ძალიან მაღალ თანამდებობას. ინფორმაცია მაქვს, რომ ძალიან ბევრ დავალებას მას ვანო მერაბიშვილი აძლევდა და ის ასრულებდა, შესაბამისად, მისი განცხადება გამოძიებისთვის ძალიან საინტერესოა", - განაცხადა ღარიბაშვილმა გადაცემაში.

მისივე თქმით, მისთვის ამ ეტაპზე ახალაიას  ადგილ-სამყოფელი უცნობია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6