თბილისის მერი "თბილისის დღეებზე" დასასწრებად პრაღაში გაემგზავრა

შაბათი, 20 აპრილი, 2013 - 14:14

თბილისის მერი გიგი უგულავა "თბილისის დღეებზე" დასასწრებად პრაღაში გაემგზავრა. გამგზავრებამდე თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსგავსი პროგრამები მნიშვნელოვანია, რადგან ის არა მხოლოდ ქალაქებს, არამედ ქვეყნებს შორის ურთიერთობას აღრმავებს.

 "ნებისმიერი თვითმმართველობის და განსაკუთრებით თბილისის პოპულარიზაცია და დამეგობრება ისეთ ქალაქებთან, როგორიცაა პრაღა, მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რადგან თვითმმართველობების დამეგობრება აისახება სახელმწიფოთა მეგობრობაზე, სახელმწიფოთა მეგობრობას მოსდევს ბიზნესი, ბიზნესი აისახება ეკონომიკაზე, ეკონომიკური თანამშრომლობა კი ქმნის სამუშაო ადგილებს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში  “თბილისის დღეები” 22 აპრილს, ოფიციალურად ანსამბლ “ქართული ხმების” კონცერტით გაიხსნება. ანსამბლთან ერთად, რამდენიმე სიმღერას სოფო ნიჟარაძე შეასრულებს. ღონისძიებების ფარგლებში პრაღის მერია ძველი თბილისის რეაბილიტაციის ამსახველ ფოტო გამოფენას უმასპინძლებს, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე ე.მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი“GEORGIAN BRASS” კონცერტს გამართავს, თითების თეატრი ორ სპექტაკლს წარმოადგენს თეატრ “მინორი”-ში, პრაღის მუნიციპალურ მუზეუმში კი თბილისის მუნიციპალური მუზეუმების თემატური გამოფენა გაიმართება.

ღონისძიება სამდღიანია და 24 აპრილს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59