სამხედრო პოლიციელთა ქმედებას გამოკვეთილი რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივი ამძიმებს - სახალხო დამცველი

შაბათი, 20 აპრილი, 2013 - 13:41

საქართველოს სახალხო დამცველი ციხისძირის ინციდენტის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მომხდარს კიდევ უფრო ამძიმებს, სამხედრო პოლიციელთა ქმედებაში გამოკვეთილი რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივი.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, იმ შემთხვევაში თუ დანაშაულის ჩადენის საფუძვლად იკვეთება რელიგიური შეუწყნარებლობა, სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულისთვის.

სახალხო დამცველი საქმესთან დაკავშირებით მოითხოვს, დამატებით გამოყენებულ იქნას სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის დევნას აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო.

„მომხდარის ობიექტური და ადეკვატური გამოძიება მნიშვნელოვანია რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლინებათა პრევენციისათვისაც. სახალხო დამცველი იმედოვნებს, საქართველოს მოქალაქეები ჯეროვნად გააცნობიერებენ, რომ რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება საქართველოს ისტორიული სიმდიდრეა. რწმენის, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლება გარანტირებულია კონსტიტუციით და მისი ხელყოფა საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მშვიდობასა და დემოკრატიულ განვითარებას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6