საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში გაემგზავრა

შაბათი, 20 აპრილი, 2013 - 13:27

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში გაემგზავრა. როგორც უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს გაუცხადა, ქართულ მხარეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საინტერესო კვირა ელის.

უმრავლესობის წევრ თინა ხიდაშელის თქმით, სტრასბურგში აქცენტები გაკეთდება მთლიანად იმ გეგმებზე, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს და ასევე, დემოკრატიის მიმართულებით განსახორციელებელ რეფორმებზე.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მოხსენებაში დიდი დრო დაეთმობა სასამართლო და საკონსტიუციო რეფორმებს, გარდა ამისა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და თანამშრომლობის გაღრმავებას.

ბიძინა ივანიშვილი ასამბლეაზე სიტყვით 23 აპრილს გამოვა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59