არასრულწლოვანი პრობაციონერები მწერალ ბაჩო კვირტიას შეხვდნენ

შაბათი, 20 აპრილი, 2013 - 12:36

პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და წიგნის სახლ „დიოგენეს“ ორგანიზებით, არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულები, სხვა თანატოლებთან ერთად, 19 აპრილს, მწერალ ბაჩო კვირტია შეხვდნენ. ღონისძიებას საქართველოს სასჯელ-აღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე დაესწრო.

ლიტერატურულ საღამოზე ბაჩო კვირტია მოზარდებს საკუთარ შემოქმედებაზე, წიგნისა და განათლების მნიშვნელობაზე, საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებზე ესაუბრა. მწერალმა აუდიტორიის შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

შეხვედრის ბოლოს, წიგნის სახლმა „დიოგენემ“ პრობაციონერები წიგნებით დაასაჩუქრა.

პრობაციის ეროვნული სააგენტო ხშირად მართავს ღონისძიებებს, რომელთა მიზანს არასრულწლოვან პრობაციონერებში კულტურული ფასეულობების პატივისცემის, განათლებისა და წიგნის მიმართ ინტერესის გაღვივება წარმოადგენს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.44
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46