,,დექსტერის“ მე-8 სეზონი ბოლო იქნება

შაბათი, 20 აპრილი, 2013 - 10:35

ცნობილი ამერიკული სერიალის ,,დექსტერის“ მე-8 სეზონი, რომლის პრემიერა აშშ-ის საკაბელო ტელევიზიის, "შოუტაიმის“, ეთერში 30 ივნისს უნდა გაიმართოს, ბოლო იქნება. აღნიშნული ინფორმაცია სერიალის პროდიუსერებმა გაავრცელეს.

 "დექსტერი“ მაიამის პოლიციის განყოფილების ექსპერტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ამავდროულად სერიული მკვლელიც არის. მე–8 სეზონში სერიალს ინგლისელი მსახიობი, შარლოტ რემპლინგი, დაემატება და ნეიროფსიქიატრის როლს შეასრულებს.

"დექსტერი“ ეთერში 2006 წლიდან გადის და "შოუტაიმის“ ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული სერიალია, რომელიც ყოველთვის სტაბილური რეიტინგით გამოირჩეოდა. 2010 წელს სერიალის ვარსკვლავი, მაიკლ სი ჰოლი, დრამატულ სერიალში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46