ხალხს სჭირდება მომავლის აშენება და ჩვენ, როგორც ოპოზიცია, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ - დავით ბაქრაძე

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 22:01

დღეს გამოჩნდა, რომ ქვეყანას ჰყავს, ძლიერი, კონსტრუქციული და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ "ნაციონალურმა მოძრაობის" მიერ ორგანიზებული დღევანდელი აქცია.

"ქვეყანას ჰყავს ოპოზიცია, რომლის ამოცანაა მუდმივად აკონტროლოს მთავრობა, რომ მთავრობამ, ერთის მხრივ, შეასრულოს დაპირება, რომელიც გასცა და მეორე და მთავარი, არ დაუშვას ქვეყანამ გადაუხვიოს აღებული კურსიდან. ჩვენ უნდა შევძლოთ რომ მთავრობა ბოლოსდაბოლოს წარსულთან მუდმივი ბრძოლის მაგივრად დაკავდეს მომავლის შენებით, იმიტომ რომ ამ ქვეყანას და ხალხს სჭირდება მომავლის აშენება და ჩვენ როგორც ოპოზიცია, ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58