საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლიტველ კოლეგას შეხვდა

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 17:47

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ვაშინგტონში ლიტველ კოლეგას, რიმანტას საზიუსს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის აქტიურ თანამშრომლობას შეეხო. ნოდარ ხადურმა რიმანტას საზიუსს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლიტვა გამოხატავს საქართველოს მიმართ. ლიტვის ფინანსთა მინისტრმა კი, თავისმხრივ ცალსახად დააფიქსირა, რომ ვილნიუსის სამიტზე მისი ქვეყანა კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საკუთარ ურყევ პოზიციას და მხარს დაუჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

"ძალიან თბილი შეხვედრა იყო, ჩვენ ვისაუბრეთ ლიტვის მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე, და მივიღეთ პირობა იმისა, რომ ლიტვა ვილნიუსის სამიტზე, როგორც ყოველთვის, მხარს დაუჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45