“საზოგადოებრივი ინიციატივის“ ოფისზე თავდასხმა მოხდა

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 21:44

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “საზოგადოებრივი ინიციატივას“ ოფისზე თავდასხმა მოხდა, -ამის შესახებ ინფორმაცია "ჯეონიუსს" ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ვიკა მებონიამ განუცხადა. 

 მისი განცხადებით,  19 აპრილს, დაახლოებით 21.30 წუთზე ოფისში შეიჭრა ექვსი უცნობი პიროვნება, რომელთაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა კოალიციის წევრებს.

"ერთ–ერთი მათგანი  აფიქსირებდა, რომ იყო ყოფილი პატიმარი, რომელიც ამნისტიით გამოუშვეს და არ დაუშვებს ორგანიზაციის წევრების ოფისში მისვლას და შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს", - განაცხადა ვიკა მებონიამ.

როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აცხადებს, თავდასხმა უკავშირდება დღეს 19 აპრილის აქციაზე მისვლას და  ევროპული კურსის მხარდაჭერას.

მისივე განცხადებით, სიტუაციის განსამუხტად გამოძახებული იქნა საპატრულო სამსახური.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46