\"თეგეტა მოტორსის\" მხარდაჭერით OFF ROAD Trial-ში საქართველოს ღია ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაიმართება

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 20:52

თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე 20-21 აპრილს  გაიმართება საქართველოს ღია ჩემპიონატის მეორე ეტაპი OFF ROAD Trial-ში. ღონისძიება ტარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახურის, „თეგეტა მოტორსის", „ავტორადიოს“, 4WD shop-ის, ინტერნეტ პორტალ Myvideo.ge-სა და სამორინე „ლას ვეგასის“ მხარდაჭერით. შეჯიბრზე „თეგეტა მოტორსი“ წარმოდგენილი იქნება სპეციალურად ოფროუდისთვის განკუთვნილი აქსესუარების მწარმოებელი ბრენდით ARB 4x4 Accessories.

შეჯიბრი გაგრძელდება ორი დღის მანძილზე და ტარდება ხუთ კატეგორიაში: სტანდარტი, ორიგინალი, მოდიფიცირებული, პრომოდიფიცირებული და პროტო. მონაწილეები მაყურებლებს დაუვიწყარ და ექსტრემალურ სანახაობას პირდებიან!!!

შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენლები. გამარჯვებულებს „თეგეტა მოტორსი“ საჩუქრად გადასცემს ARB 4x4 Accessories პროდუქციისთვის განკუთვნილ ფასიან ვაუჩერებს.

ARB 4x4 ავტომობილებისთვის განკუთვნილი აქსესუარების (4WD აქსესუარები) ყველაზე დიდი მწარმოებელი და დისტრიბუტორი ავსტრალიური ბრენდია, კომპანიის მიზანია მოამზადოს ავტომობილები შორეული და რთულ პირობებში მოგზაურობისთვის, განსაკუთრებით, უგზოობის გადალახვის დროს, როგორც მოყვარულთათვის, ისე პროფესიონალურ დონეზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44