"ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის’’ განცხადებით, აქციაზე ყოფილი ხელისუფლების დაფინანსებული ახალგაზრდები მივიდნენ

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 20:35

"ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი’’ 19 აპრილს გამართულ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ აქციაზე ის ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ფინანსდებოდნენ.

"ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბს"’ არამართებულად მიაჩნია სტუდენტების პოლიტიკური ნიშნით გამოყენება რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ და მათთვის თითიდან გამოწოვილი მიზეზების თავზე მოხვევას.

"დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით, შეგვიძლია განვაცხადოთ შემდეგი: იმ არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებიც დღევანდელ აქციაში ღებულობენ მონაწილეობას, ყოფილი ხელისუფლების ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ და დაკომლექბულნი არიან ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებით. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, მცირერიცხოვან ახალგაზრდულ დაჯგუფებებს არანაირი მორალური უფლება არ გააჩნიათ იმისა, რომ ახალგზარდების სახელით ილაპარაკონ.  სისხლიანი დარბევების ავტორებს არანაირი ზნეობრივი უფლება არ გააჩნიათ, მოსახლოებას დემოკრატიულ ღირებულებებზე ესაუბრონ", - აცხადებენ "ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი’’ და მზადყოფნას აცხადებენ,  ნებისმიერი სახის დებატებში მიიღოს მონაწილეობა ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59