ეროვნული თავდაცვის აკადემიაში “ღია კარის დღე” გაიმართა

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 20:27

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სკოლის მოსწავლეებისთვის “ღია კარის დღე” გაიმართა. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს თავად უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის მსმენელებმა უმასპინძლეს.

ახალგაზრდებს სერჟანტმა კოტე თვარაძემ მოსწავლეებს აკადემიაში მისაღები გამოცდების, სწავლისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. აკადემიის მსმენელებმა მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში სწავლის უპირატესობებზეც ისაუბრეს. სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.

სპეციალურად მოწყობილ გამოფენაზე მოსწავლეებს საშუალება მიეცათ აკადემიის შეიარაღების ნაწილსაც გაცნობოდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები სამხედრო მოსამსახურეებისგან მიეღოთ. შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებმა მსმენელებთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება 29 აპრილიდან იწყება. აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ფიზიკურ ტესტს ჩააბარებენ. 2013-2014 აკადემიური წლისთვის აკადემია 150 მსმენელს მიიღებს.

მსმენელები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით, უნიფორმითა და სამედიცინო მომსახურებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

აკადემიის კურსდამთავრებული ბაკალავრის ხარისხსა და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას მიიღებს. აკადემიაში სწავლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სრულად ფინანსდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45