20 აპრილის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 23:54

ვერძი - დღეს ეცადეთ პრობლემები თქვენ თვითონ არ გამოიწვიოთ. თუკი ამას ვერ მოახერხებთ, იცოდეთ, თქვენი განწყობის გამოკეთებას რაღაც პერიოდი დასჭირდება. 

კურო - ეცადეთ ისეთი არაფერი თქვათ, რომ გარშემომყოფები გაანაწყენოთ, ამიტომ იყავით ფრთხილად და დაუკვირდით თითოეულ გამონათქვამს. პირდაპირობა სხვა დროისთვის გამოიყენეთ.

ტყუპები - ეცადეთ, ნუ გამოიწვევთ ადამიანებს და  კონფლიქტებში ნუ ჩაერთვებით. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და საკუთარ თავსა და გეგმებს უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ.

კირჩხიბი - დღეს შეიძლება გახდეთ სხვისი ბედნიერების მიზეზი. ამიტომ ეცადეთ სხვების მიმართ გამოიჩინოთ ყურადღება, ეს კი თქვენს განწყობაზეც დადებითად იმოქმედებს.

ლომი - დღეს ბევრი კარგი რამის გაკეთება შეგიძლიათ, მთავარია, მონდომება და სურვილი. გადაწყვეტილებები მშვიდად და გონივრულად მიიღეთ.

ქალწული - დღეს ეცადეთ დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ, ეს კარგი იქნება თქვენი განწყობისთვის. წაიკითხეთ რაიმე კარგი წიგნი ან სასიამოვნო ფილმს უყურეთ.

სასწორი - დღეს, თქვენი ოპტიმიზმი იმდენად ძლიერი იქნება, რომ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ თითქმის ნებისმიერი საქმეს. ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის სამუშაო პროცესი.

მორიელი - ეცადეთ რაიმე სასარგებლო გააკეთოთ სხვებისთვის. ეცადეთ, უარყოფითი ემოციები გარშემომყოფებზე არ გადაიტანოთ.

მშვილდოსანი - ეცადეთ პირადი ურთიერთიბები არ აურიოთ სხვა ურთიერთობებში. კარგად დაუფიქრდით ყველაფერს, რადგან დიდი ალბათობაა, ადეკვატური პასუხი მიიღოთ.

თხის რქა - დღეს როგორც არასდროს, ისე მოგიწევთ გონების დატვირთვა და ბევრი ფიქრი და მუშაობა გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში.

მერწყული - დღეს ნუ იქნებით ზედმეტად ეჭვიანები, თორემ თქვენთვის იქნება ეს ცუდი. უსაფუძვლოდ ნუ დაესხმებით ვინმეს თავს და ნუ დაადანაშაულებთ. სჯობს, ჯერ ფაქტები გადაამოწმოთ და კარგად აწონ-დაწონოთ ყველაფერი და შემდეგ გადახვიდეთ შეტევაზე.

თევზები - ეცადეთ დღეს უფრო გულახდილები იყოთ და არ აჩვენოთ ადამიანებს თქვენი ყალბი სახე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58