ნიკოლოზ მელიამ აქციაზე პრემიერს მოუწოდა, გონს მოეგოს

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 17:14

სრულიად საქართველო დღეს რეალური საფრთხის წინაშე დგას, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე ძველი თბილისის რაიონის გამგებელმა, ნიკოლოზ მელიამ. როგორც მელიამ განაცხადა,  ახალი ხელისუფლება მოსვლისთანავე  შეცდომას უშვებს, როდესაც ქართველი ხალხის ხარჯზე რუსეთთან სიამტკბილური ურთიერთობის დამყარებას ცდილობს.

"დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია და რაც უფრო მეტი დრო გავა, ამ მნიშვნელობას უფრო მეტი ფასი მიეცემა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. დღეს რეალური საფრთხე დგას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებთან დაკავშირებით.  ეს საფრთხეები კი მომდინარეობს ახალი ხელისუფლებისგან. მან უკანასკნელი 6-7 თვის განმავლობაში მოახერხა იმდენი, რომ ჩვენ დღეს აქ შევკრებილიყავით. ჩვენ ის სიგნალები, რომელიც ახალი ხელისუფლებისგან მოდის, ჩანასახშივე უნდა ჩავახშოთ. ქვეყნის ბედი ვერასდროს ვერ გადაწყდება მოსკოვში. მოვუწოდებთ პრემიერს, მოეგოს გონს, თუ არადა მას  ქართველ ხალხთან ბრძოლაში შესვლა მოუწევს", - განაცხადა ნიკოლოზ მელიამ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6