საპრეზიდენტო კანდიდატზე ნაციონალურ მოძრაობაში შეთანხმება მიღწეული არ არის

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 17:02

საპრეზიდენტო კანდიდატს ნაციონალური  მოძრაობა დღევანდელ აქციაზე არ დაასახელებს, - განუცხადა "ჯეონიუსს" ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა. როგორც დარჩიაშვილმა განაცხადა, პარტიაში ამ დროისთვის შეთანხმება მიღწეული არ არის.

"საპრეზიდენტო კანდიდატი მოძრაობაში  შიდაპრაიმერით გამოვლინდება და მხოლოდ ამის შემდეგ დაასახელებს პარტია თავის კანდიდატს", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილის თქმით, მართალია,  აქცია მშვიდობიანია და  ყველა თავის სათქმელს იტყვის და დაიშლებიან, თუმცა  რაიმე სახის ინციდენტს არ გამორიცხავს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6